Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და აშშ ტერაქტად მიიჩნევენ აფეთქებას ანკარაში აშშ-ის საელჩოსთან


თურქეთი და შეერთებული შტატები ტერაქტად მიიჩნევენ აფეთქებას, რომელიც ანკარაში შეერთებული შტატების საელჩოსთან მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. თავდამსხმელის გარდა დაიღუპა საელჩოს თურქი მცველი, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ტელევიზიით ნაჩვენებ განცხადებაში თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი გამოვიდა „ტერორისტულ ელემენტებთან“ გლობალური ბრძოლისაკენ მოწოდებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ვიქტორია ნულანდის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა საელჩოს კომპლექსის შესასვლელში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. აფეთქებამ დააზიანა კომპლექსის გარე კედელი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG