Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში დაიწყო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია


მიუნხენში დაიწყო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელშიც ევროკავშირის წევრების, შეერთებული შტატების, რუსეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს. სამდღიანი კონფერენციის მსვლელობაში იმსჯელებენ გლობურ საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება კონფლიქტებს სირიასა და მალიში, განიხილავენ ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეულ კრიზისსაც. შაბათს კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
XS
SM
MD
LG