Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხიკოში 32-მდე გაიზარდა აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


მეხიკოში 32 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაიჭრა მექსიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „პემექსის“ სათავო ოფისში აფეთქების შედეგად. კვლავაც უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება „პემექსის“ 51-სართულიანი შენობის მიმდებარე ადმინისტრაციული ნაგებობის სარდაფში. სამაშველო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო: „შინაგან საქმეთა სამინისტროს დავავალე კოორდინაცია და შეუსვენებლად მუშაობა სამაშველო ძალისხმევისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად. ტექნიკურ საკითხებზე წინადადებებით გამოსვლამდე, უნდა მივიდნენ ადგილებზე, სადაც ნანგრევებია და დამხმარე ძალები უნდა განთავსდნენ იმ ადამიანების საშველად, ვინც შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი“. როგორც მეხიკოდან იუწყებიან, კომპანია „პემექსის“ სათავო ოფისის სამი სართული მძიმედ დაიზანდა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
XS
SM
MD
LG