Accessibility links

logo-print

უგულავა არ აპირებს დაკითხვაზე გამოცხადებას და გამომძიებელს მერიაში დაელოდება


თბილისის მერი გიგი უგულავა არ აპირებს გამოცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სადაც ის შაბათს 1 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული. უგულავამ ეს განცხადება პარასკევს გვიან საღამოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში გააკეთა. მისი თქმით, უწყება მან პარასკევს გვიან საღამოს მიიღო, შაბათს დღის განმავლობაში დაკავებულია და 4 საათზე მერიაში დაელოდება გამომძიებელს. გიგი უგულავას და მისი მხარდამჭერების მხრიდან მწვავე რეაქციები მოჰყვა მთავარი პროკურორის მიერ ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ინტერესების დაფინანსებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და რამდენიმე ასეული მოწმის დაკითხვის შემდეგ დედაქალაქის მერიც დაიკითხება. ”მთავარი პროკურორის სატელევიზიო გამოსვლიდან ნათლად ჩანს, რომ მას ვერ გაუგია სამსახურეობრივი მოვალეობები და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ ბრალმდებლად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ხსენებული გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას, დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო”, - ნათქვამია გიგი უგულავას მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG