Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი მარკ სალივანი


1 თებერვალს გადადგა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი მარკ სალივანი. უკანასკნელ წლებში მისმა უწყებამ რამდენიმე სკანდალი გადაიტანა. შარშან საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს მოუწია კონგრესმენებისთვის ანგარიშის ჩაბარება და ახსნა-განმარტების მიცემა კოლუმბიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. რამდენიმე საიდუმლო აგენტი, რომელიც ქალაქ კარტახენაში ელოდა საერთაშორისო შეხვედრაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჩასვლას, მეძავებთან ერთობოდა. გამოძიების შემდეგ რვა აგენტი გაათავისუფლეს სამსახურიდან. მანამდე, 2009 წელს, თეთრ სახლში ოფიციალურ ვახშამზე ორმა უცხო ადამიანმა შეძლო შეღწევა. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ამოცანებში შედის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის, ასევე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების დაცვა. იგივე სამსახური ცდილობს ამერიკის ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების გაყალბების შემთხვევების გამოვლენას.
XS
SM
MD
LG