Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიაში მიმდინარეობს მერის, გიგი უგულავას დაკითხვა მოწმის სტატუსით


თბილისის მერიაში თბილისის მერის, გიგი უგულავას მოწმის სტატუსით დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იტყობინება, მერს თავის კაბინეტში კითხვებს უსვამენ პროკურორი ნუგზარ სალია და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ კუჭავა. მერის დაკითხვა "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე მიმდინარეობს. დაკითხვას არ ესწრება ადვოკატი. დაკითხვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG