Accessibility links

logo-print

პაკისტანში არმიის საგუშაგოზე მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 26 ადამიანი დაიღუპა


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის პროვინცია ხაიბერ პახტუნხვაში შაბათს არმიის საგუშაგოზე მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - 11 სამოქალაქო პირი. როგორც ადგილობრივი პოლიციის უფროსმა გულ ჰამედ ხანმა უთხრა რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის კორესპონდენტს, შვიდსაათიან ბრძოლაში სულ ცოტა ხუთი მეაბოხეა მოკლული. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს პაკისტანელმა თალიბებმა. დაჯგუფების წარმომადგენელმა სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა ჩვენს რადიოს, რომ იერიში განხორციელდა აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ახლახან ორი თალიბის მოკვლისთვის შურის საძიებლად.
XS
SM
MD
LG