Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოიწონა ერთსქესიანი ქორწინებები


საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ შაბათს მოიწონა ერთსქესიანი ქორწინებები. კანონპროექტის მუხლი, რომელზეც კენჭისყრა გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც შეთანხმებას ორ ადამიანს - და არა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს - შორის. დოკუმენტი ასევე უფლებას აძლევს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, იშვილონ ბავშვები. კანონპროექტმა, რომელსაც მხარს უჭერენ პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და მისი მომხრეები, მწვავე დისკუსიები გამოიწვია საფრანგეთის საზოგადოებაში. უკანასკნელი კვირების განმავლობაში საფრანგეთში ამ ინიციატივის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მასობრივი დემონსტრაციები იმართებოდა.
XS
SM
MD
LG