Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა სთხოვა


ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ოფიციალურად სთხოვა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა. 22 იანვარს გამართულ არჩევნებში ნეტანიაჰუს ბლოკმა, ლიკუდ-ბეტეინუმ გაიმარჯვა. ნეტანიაჰუს ახლა 28 დღე აქვს ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. როგორც ვარაუდობენ, ის კიდევ ერთ მემარჯვენე პარტიას, ასევე სხვა რელიგიურ და ცენტრისტულ პარტიებს სთხოვს კოალიციაში მონაწილეობას. ნეტანიაჰუს თქმით, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტები უნდა იყოს ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნაში ხელის შეშლა და პალესტინელებთან მშვიდობის დამყარება.
XS
SM
MD
LG