Accessibility links

logo-print

25 თებერვალს ყაზახეთში გაიმართება საერთაშორისო მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე


ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები ყაზახეთში გაიმართება 25 თებერვალს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა მიუნხენში, სადაც დღეს მუშაობას ასრულებს უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია. სალეჰის თქმით, თეირანი მზადაა, ბირთვული პროგრამის თაობაზე ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს ვაშინგტონთან. მაგრამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხს უნდა მიუდგეს „სამართლიანი და რეალური განზრახვებით“. შაბათს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა თეირანთან დიალოგისთვის მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე.
XS
SM
MD
LG