Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შრომის პარტიის წინაშე გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო პარტიის ცენტრალურ კომისიაში კიმ ჩენ ინის გამოსვლას მნიშვნელოვანს და ისტორიულს უწოდებს. მისი გამოსვლის დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ იტყობინებიან, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის გამოსვლა სახელმძღვანელოდ იქნება გამოყენებული ქვეყნის სამხედრო ძლიერების გასაზრდელად და ჩრდილოეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად. სამხრეთკორეელ მიმომხილველთა აზრით, ფხენიანი ემზადება მორიგი სარაკეტო და ბირთვული გამოცდებისთვის, რომლებიც ათ თებერვლამდე შეიძლება გაიმართოს. გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეას უკრძალავს მსგავს გამოცდებს და რაკეტების გაშვებას.
XS
SM
MD
LG