Accessibility links

ალ-ასადმა ისრაელს ბრალი დასდო, რომ ის სირიის დესტაბილიზაციას შეეცადა ახლახან განხორციელებული საჰაერო იერიშით


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ისრაელს ბრალი დასდო, რომ ის სირიის დესტაბილიზაციას შეეცადა ახლახან სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო იერიშით. ეს ასადის პირველი კომენტარი იყო ოთხშაბათს განხორციელებულ საჰაერო იერიშზე. სირიის მთავრობის თანახმად, იერიში მიმართული იყო დამასკის მახლობლად მდებარე სამხედრო-კვლევითი ობიექტის წინააღმდეგ. შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, იერიშის სამიზნე იყო ბადრაგი, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა ლიბანის გასამხედროებული დაჯგუფება ჰისბალასთვის სირია-ლიბანის საზღვრის რაიონში. ისრაელს არ გაუკეთებია ამ იერიშზე ოფიციალური კომენტარი, თუმცა თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა კვირას მიანიშნა ამ თავდასხმაში მისი ქვეყნის როლზე. დღესვე სირიის პრეზიდენტმა ასადმა განაცხადა, რომ მას ძალა შესწევს, წინ აღუდგეს ნებისმიერ აგრესიას.
XS
SM
MD
LG