Accessibility links

რასმუსენის თქმით, ნატო არ აპირებს უარი თქვას ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სიტემის შექმნაზე


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ალიანსი არ აპირებს უარი თქვას ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სიტემის შექმნის გეგმაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს თქმით, ეს სისტემა, რომელიც რადარებისა და გადამტაცი რაკეტების რთულ სისტემას მოიცავს, მიზნად ისახავს ირანის ან სხვა ქვეყნების პოტენციური სარაკეტო იერიშის მოგერიებას. რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ გეგმას და აცხადებს, რომ სისტემა შესაძლოა გარდაქმნილ იქნეს ისე, რომ მან საფრთხე შეუქმნას რუსეთის ბირთვულ არსენალს. მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას რასმუსენმა თქვა, რომ გეგმა ითვალისწინებს ნატოს წევრი ქვეყნების მოსახლეობის დაცვას. მან აღნიშნა, რომ ნატომ მიიწვია რუსეთი ანტისარაკეტო ფართან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად და მოუწოდა მოსკოვს, მიიღოს ეს შეთავაზება.
XS
SM
MD
LG