Accessibility links

ლონდონში ავღანეთის საკითხზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება


ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იმსჯელებენ ლონდოში დღეს დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტები - ჰამიდ კარზაი და ასიფ ალი ზარდარი. 2014 წლის ბოლოსთვის უცხო ქვეყნების სამხედროები დატოვებენ ავღანეთს. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთისა და პაკისტანის სამხედრო და სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელებიც. ეს მესამე სამმხრივი შეხვედრაა ავღანეთის საკითხზე. ბრიტანეთს ავღანეთში 9000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს, ძირითადად - ჰელმანდის პროვინციაში. ავღანეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობით, ბრიტანეთი მეორე ქვეყანაა. პირველი აშშ-ია, რომლის 60000-ზე მეტი სამხედროა ავღანეთში განლაგებული.
XS
SM
MD
LG