Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 თებერვალს კიბოს მსოფლიო დღე აღინიშნება


დღეს კიბოს მსოფლიო დღე აღინიშნება იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოების მეტად გათვითცნობიერება დაავადების აღმოჩენის, მკურნალობისა და პრევენციის გზების შესახებ. კიბოს საერთაშორისო კონტროლის კავშირისა და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, ყოველ წელს შესაძლებელია 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა, თუკი კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად ”გადამჭრელი ნაბიჯები” გადაიდგმება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ადამიანები გაზრდიან კიბოთი დაავადების თავიდან აცილების შანსებს, თუკი არ მოწევენ, არ ექნებათ ჭარბი წონა, ყოველდღე ივარჯიშებენ, მიიღებენ მეტ ხილსა და ბოსტნეულს, ზომიერად მოიხმარენ ალკოჰოლს და მოერიდებიან მზეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 2008 წელს კიბო მსოფლიოში 7,6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ანუ სიკვდილიანობის შემთხვევების დაახლოებით 13%-ის მიზეზი იყო.
XS
SM
MD
LG