Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში გამოააშკარავეს საფეხბურთო მატჩების მანიპულაციის შემთხვევები


ევროპაში ჩატარებულმა მასშტაბურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ უკანონო გარიგებებით იქნა განსაზღვრული 380-მდე საფეხბურთო მატჩის შედეგები, რაც უკავშირდება 10 მილიონ ევრომდე მოგებას და ქრთამებს. ევროპის პოლიციის სააგენტო "ევროპოლის" ხელმძღვანელმა, რობ უეინრაიტმა დღეს ჰააგაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად იდენტიფიცირებულია კორუფციულ გარიგებებში მონაწილე 425 ოფიციალური პირი, ფეხბურთელი და კრიმინალური ჯგუფის წევრი 15 ქვეყნიდან. "ევროპოლის" უფროსის თქმით, გამოძიებამ ცხადჰყო „მატჩების მანიპულაციის აქამდე არნახული მასშტაბი“. „ამ საქმეში იდენტიფიცირებულ 380-მდე საეჭვო მატჩს შორის არის მსოფლიო თასისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები, „უეფას“ ჩემპიონთა ლიგის მატჩები, მათ შორის ინგლისში გამართული, და უმაღლესი დონის რამდენიმე მატჩი ევროპის ეროვნულ ლიგებში“, - განაცხადა უეინრაიტმა.
XS
SM
MD
LG