Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი კორუფციაში ადანაშაულებს პარლამენტის თავმჯდომარეს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კორუფციაში დაადანაშაულა პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანის ოჯახი. აჰმადინეჟადმა კვირას მიმართა პარლამენტს იმპიჩმენტისაგან თავისი ერთ-ერთი მინისტრის დასაცავად და დეპუტატებს გააცნო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, მიანიშნებს პარლამენტის თავმჯდომარის ძმის კორუმპირებულობაზე. აჰმადინეჟადს ბრალდებითვე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ - მისი თქმით, პრეზიდენტი ხელს უშლის გამოძიებას მისი პოლიტიკური მოკავშირეების წინააღმდეგ. ურთიერთბრალდებებს დაპირისპირება და ქაოსი მოჰყვა ირანის პარლამენტში. პრეზიდენტობის ორი ვადის შემდეგ, აჰმადინეჟადს აღარ შეუძლია ივნისის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება, მაგრამ ანალიტიკოსების ვარაუდით, ის შესაძლოა, შეეცადოს გავლენის შენარჩუნებას პოსტიდან გადადგომის შემდეგაც. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს - ალი ლარიჯანი წარუმატებლად მონაწილეობდა 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას წლევანდელი ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.
XS
SM
MD
LG