Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ხვდება ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტებს


ლონდონში დაიწყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტებთან. დევიდ კამერონის, ჰამიდ კარზაისა და ასიფ ალი ზარდარის შეხვედრის ფონია ავღანეთზე მზარდი ზეწოლა მოთხოვნით, მიაღწიოს თალიბებთან სამშვიდობო შეთანხმებას 2014 წლის მიწურულამდე, ანუ, სანამ ავღანეთს დატოვებენ უცხო ქვეყნების საბრძოლო შენაერთები. დღეს იმართება რიგით მესამე სამმხრივი შეხვედრა. ბრიტანეთს ამჟამად 9000-კაციანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში, უმეტესწილად ჰელმანდის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG