Accessibility links

logo-print

ვიეტნამში ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს 22 აქტივისტს


ვიეტნამში სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა 22 აქტივისტს კომუნისტური მთავრობის დამხობის მცდელობაში ბრალდების საფუძველზე. როგორც იუწყებიან, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ჯგუფის ლიდერს, ფან ვან ტუს, ხოლო დანარჩენებს შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა, 10-დან 17 წლამდე ვადით. 22 პირი დამნაშავედ სცნეს, ვიეტნამში ტერორისტულ ჯგუფად მიჩნეულ ორგანიზაციასთან, „ბია სონის კანონთა და საჯარო საქმეთა საბჭოსთან“ კავშირში. უცხოეთში თითქმის არაფერია ცნობილი ამ ჯგუფის მიზნებზე. ვიეტნამის მმართველი რეჟიმი ბოლოხანს სულ უფრო აქტიურად დევნის დისიდენტებს, დასავლეთიდან კრიტიკის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG