Accessibility links

logo-print

გიორგი ღვინიაშვილი არ აპირებს მთავარ პროკურატურაში გამოცხადებას


მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოცხადებას კვლავ არ აპირებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, თბილისის ყოფილი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი. მისი მოწმედ დაკითხვა მთავარ პროკურატურას ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის საქმის გარემოებებზე სურს და ამ მიზნით ღვინიაშვილი მოწმის სტატუსით მიიწვია ჯერ ორ თებერვალს, გამოუცხადებლობის გამო კი დღეს 14 საათზე. მთავარი პროკურატურის განმარტებით, რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების მიერ პოლიციისთვის ვითომდა წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 2004-2005 წლებში გამოძიებას აწარმოებდა თბილისის პროკურატურა, რომელსაც იმ პერიოდში გიორგი ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდა. თავად ღვინიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს, რადგან როგორც დეპუტატს ბევრი საქმე აქვს, თუმცა მზად არის გამოძიების შეკითხვებს პარლამენტში უპასუხოს.
XS
SM
MD
LG