Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას ჰქონდეს ქვეყნის მართვის საშუალება


მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას ჰქონდეს საშუალება მართოს ქვეყანა, რადგან საზოგადოება ელის შედეგს და ვითარების გაუმჯობესებას, და მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას და ის თვითმიზნად არ აქციოს - ამის შესახებ დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა. რიჩარდ ნორლანდმა უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა მთავრობისა და ოპოზიციის ეფექტურ თანაარსებობასაც და აღნიშნა, რომ ამ პროცესს კვლავ ყურადღებით აკვირდებიან. აშშ-ის ელჩის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ 100 დღე მეტისმეტად მცირე დროა ნებისმიერი მთავრობისთვის და რა დასკვნაც უნდა გაკეთდეს ამ პერიოდის საქმიანობის შესახებ, ეს წინასწარი შეფასება და დასკვნა იქნება. ყველაზე საინტერესოა, როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის საქმიანობას თავად ხალხი და ჩვენ მოსაზრებას სწორედ ამის შემდეგ მოგახსენებთ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. საქართველოს მთავრობის 100-დღიან საქმიანობას ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
XS
SM
MD
LG