Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დააკავეს ექვსი სავარაუდო თავდამსხმელი


ავღანეთის პოლიციის ცნობით, დაპატიმრებულია ექვსი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ აფეთქებების მოწყობას აპირებდა. ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილემ უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს, რომ ამოღებულია ექვსი ჟილეტი, რომლებიც შესაძლოა, თვითმკვლელების აფეთქებებისათვის გამოეყენებინათ. ეჭვმიტანილებს, რომლებიც ქაბულში კვირას ჩატარებული რეიდისას დააკავეს, უპოვეს აგრეთვე 50 ხელყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღი. დაწყებულია გამოძიება დაკავებული პირების ვინაობის და დაგეგმილ ოპერაციებზე ინფორმაციის დასადგენად.
XS
SM
MD
LG