Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ონიშჩენკო: ქართული ღვინო შესაძლოა მალე დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე


ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე სავარაუდოდ, ამ გაზაფხულზე დაბრუნდება - ამის შესახებ მხარეებმა მოსკოვში დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. რუსეთში ქართული ალკოჰოლური და არალკოჰოლური სასმელების დასაბრუნებლად გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურების და რუსეთის ფედერალური სამსახურის როსპოტრებნადზორის წარმომადგენლები. ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის თქმით, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს დაბრუნდეს. თავის მხრივ, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ეს რეალურად შესაძლოა, უფრო სწრაფადაც მოხდეს. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით საუბარია ღვინის შეტანაზე ბოთლებით, რადგან ცისტერნებში ჩამოსხმული ღვინო ხშირად ფალსიფიცირებისთვის გამოიყენება. ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთში ბოთლი ღვინის ფასი მინიმუმ 33 რუბლი იქნება. დღევანდელი მოლაპარაკებიდან დაახლოებით ერთ კვირაში როსპოტრებნადზორის სპეციალისტები საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.
XS
SM
MD
LG