Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანისა და ავღანეთის პრეზიდენტები პირობას დებენ, რომ ითანამშრომლებენ


ლონდონში გამართულ შეხვედრაზე, პაკისტანისა და ავღანეთის პრეზიდენტებმა ჰამიდ კარზაიმ და ასიფ ალი ზარდარიმ პირობა დადეს, რომ ითანამშრომლებენ რეგიონში სტაბილიზაციის ხელშესაწყობად. შეხვედრის მასპინძელმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ორ პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ სამივე მხარეს ერთნაირი წარმოდგენა აქვს ავღანეთის მომავალზე - რომ ის უნდა იყო "უსაფრთხო, სტაბილური და დემოკრატიული" ქვეყანა, რომელიც აღარასოდეს გახდება საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი. შეხვედრის ფონია ავღანეთზე მზარდი ზეწოლა მოთხოვნით, მიაღწიოს თალიბებთან სამშვიდობო შეთანხმებას 2014 წლის მიწურულამდე, ანუ, სანამ ავღანეთს დატოვებენ უცხო ქვეყნების საბრძოლო შენაერთები. დღეს გაიმართა რიგით მესამე სამმხრივი შეხვედრა. ბრიტანეთს ამჟამად 9000-კაციანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში, უმეტესწილად ჰელმანდის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG