Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი ისტორიული ვიზიტით ეგვიპტეში ჩადის


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ქაიროში ჩადის ოფიციალური ვიზიტით. ეს ირანის მეთაურის პირველი ვიზიტია ეგვიპტეში ბოლო 30 წელზე მეტის განმავლობაში. წინასწარი ცნობებით უმეტესად შიიტი მუსლიმებით დასახლებული ირანის მეთაური შეხვდება ეგვიპტის სუნიტი მუსლიმების ლიდერს, შეიხ აჰმედ ალ-თაიებს. 2011 წლის ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ ირანი ეგვიპტესთან ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ გაცივდა.
XS
SM
MD
LG