Accessibility links

logo-print

5 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. მან სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში დამკვიდრებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების საჭიროებაზე ილაპარაკა. ათზე მეტმა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი განცხადებას, რომლითაც ისინი სპეციალური ჯგუფისთვის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მანდატის მინიჭებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად თვლიან საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობაზე.

XS
SM
MD
LG