Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი ისტორიული ვიზიტით ეწვია ეგვიპტეს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ეგვიპტეს ეწვია, რაც მიჩნეულია ისტორიულ ვიზიტად, რადგან პირველია ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. აჰმადინეჟადი ხელმძღვანელობს ირანის დელეგაციას ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც კაიროში ოთხშაბათს იწყება. ეგვიპტე-ირანის ურთიერთობა 1980 წელს შეწყდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ ხელი მოაწერა ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას. ხოლო მას შემდეგ, რაც 2011 წლის რევოლუციის შედეგად პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობა დაამხეს და ხელისუფლების სათავეში ჩადგა სუნიტების ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმო“, ირანმა გადადგა ნაბიჯები კაიროსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. შარშან ეგვიპტის პრეზიდენტი ეწვია ირანს, მიუმხრობელთა მოძრაობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG