Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ოთხი ადამიანი შეიწირა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ


ერაყში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. როგორც იუწყებიან, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო ერაყის არმიის საგუშაგოსთან, ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტაჯიში. ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ორი ჯარისკაცი და ორი სამოქალაქო პირი, დაიჭრა, სულ ცოტა, 14 ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ტაჯიში აფეთქება მოეწყო გუშინაც - სულ ცოტა, 22 ადამიანი შეიწირა თვითმკვლელის თავდასხმამ, რომელიც მიმართული იყო მთავრობის მომხრე სუნიტური შეიარაღებული ჯგუფის წევრების წინააღმდეგ. თავდასხმების ფონია გამწვავებული დაძაბულობა ერაყში უმცირესობაში მყოფ სუნიტ მუსლიმებსა და შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობას შორის. რამდენიმე კვირაა, ათასობით სუნიტი გამოთქვამს პროტესტს ერაყის სხვადასხვა რეგიონში და მთავრობას ადანაშაულებს მათ დევნასა და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვაში.
XS
SM
MD
LG