Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ დანიშნა თავისი პირველი წარგზავნილი კოსოვოში


სერბიამ დანიშნა თავისი პირველი წარგზავნილი კოსოვოში - რეგიონში, რომლის დამოუკიდებლობასაც ბელგრადი არ აღიარებს, თითქმის 100 ქვეყნისაგან განსხვავებით. ოფიციალური პირების განცხადებით, დეიან პავიჩევიჩი დანიშინა მეკავშირე მოხელედ კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში. პავიჩევიჩის თქმით, მისი ამოცანაა სერბიასა და კოსოვოს ეთნიკური ალბანელების მთავრობას შორის დადებული შეთანხმებების დაცვის მეთვალყურეობა. ის არ მიიჩნევს თავის საქმიანობას დიპლომატიური მისიის შესრულებად. პავიჩევიჩი ხელმძღვანელობდა სერბიის დელეგაციას კოსოვოსთან ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებულ მოლაპარაკებებზე. სერბიამ კოსოვოზე კონტროლი დაკარგა 1999 წელს, ნატოს საჰაერო ოპერაციების შედეგად.
XS
SM
MD
LG