Accessibility links

logo-print

ინდოეთში სასამართლოს ჩვენება მისცა ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლის მეგობარმა


ინდოეთში სასამართლოს წინაშე, ჩვენების მისაცემად წარდგა დელიში, ჯგუფური გაუპატიურების და მკვლელობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის მეგობარი. 28 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, ავტობუსში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა და მას დღემდე უჭირს სიარული. ის ეტლში მჯდომი გამოცხადდა სასამართლოში. მისი მეგობარი, 23 წლის სტუდენტი ქალი 29 დეკემბერს გარდაიცვალა, ავტობუსში თავდასხმისას მიღებული დაზიანებების შედეგად. მის ჯგუფურ გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული ხუთი მამაკაცი თავს უდანაშაულოდ აცხადებს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ სასიკვდილო განაჩენი ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG