Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი კაიროში შეხვდა ეგვიპტელ კოლეგას


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი კაიროში შეხვდა ეგვიპტელ კოლეგა მუჰამად მურსის. საქმე ეხება ეგვიპტეში ირანის პრეზიდენტის პირველ ვიზიტს 1979 წლის შემდეგ. ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "მენა" იუწყება, რომ შეხვედრა დაიწყო მალევე მას შემდეგ, რაც აჰმადინეჟადი კაიროში ჩაფრინდა და რომ საუბარი შეეხო სირიაში კონფლიქტის მოგვარებას, სამხედრო ინტერვენციის გარეშე. ირანი მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს მაშინ, როცა ეგვიპტე სირიელ მეამბოხეებს ემხრობა. საინფორმაციო სააგენტო "მენას" ცნობით, საუბარი შეეხო ირანისა და ეგვიპტის ურთიერთობის გაუმჯობესების გზებსაც. ირანმა 1979 წელს გაწყვიტა ეგვიპტესთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც კაირომ ხელი მოაწერა ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას. კაიროში სამდღიანი ვიზიტისას, აჰმადინეჟადი დაესწრება ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს.
XS
SM
MD
LG