Accessibility links

ჰაირიკიანს არ სურს სომხეთის არჩევნების გადადება ითხოვოს


სომხეთის საპრეზიდენტრო არჩევნებზე კანდიდატს, რომელსაც ამას წინათ თავს დაესხნენ და დაჭრეს, არ სურს ითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან არჩევნების გადადება. არჩევნები 18 თებერვლისთვისაა დაგეგმილი. პარუირ ჰაირიკიანმა, ერევანში, ჟურნალისტებთან საუბარში „აბსურდული“ უწოდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს ის გაურიგდა ხელისუფლებას და მისი ზეწოლის შედეგად თქვა უარი არჩევნების გადადების მოთხოვნაზე. მან პარასკევს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ შეიძლება ასეთი თხოვნით მიემართა სასამართლოსთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ის ერთ-ერთია რვა კანდიდატიდან. მოელიან რომ კენჭისყრას მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მოიგებს.
XS
SM
MD
LG