Accessibility links

logo-print

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ აკრიტიკებს დარღვევებს სოჭში მიმდინარე მშენებლობებზე


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მონაცემებით, მიგრანტებს, რომლებიც სოჭში, ოლიმპიური თამაშებისათვის მიმდინარე მშენებლობებზე მუშაობენ, ექპლუატაციას უწევენ მათი დამსაქმებლები. ანგარიშში, რომელიც ასახავს მზადებას სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აცხადებს, რომ ზოგი დამსაქმებელი მიგრანტებს კუთვნილ ანაზღაურებაზე ნაკლებს უხდის, მათ უწესებს 12-საათიან სამუშაო დღეს, ართმევს პასპორტებს, სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ მიგრანტებს აიძულოს სამუშაო ადგილზე დარჩენა. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელმა, იულია გორბუნოვამ ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ანგარიში ეფუძნება სომხეთიდან, ცენტრალური აზიიდან, უკრაინიდან და სერბიიდან ჩასულ 67 მიგრანტთან საუბრებისას მოპოვებულ ინფორმაციას. „ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ მუშებიდან ათობით ადამიანის უფლებები ირღვევა და ისინი ექსპლუატაციას განიცდიან მთავარ ოლიმპიურ ობიექტებზე საქმიანობისას. საქმე ეხება უფლებების დარღვევასა და ექსპლუატაციას, როგორიცაა ხელფასების გადაუხდელობა, ხელფასების გადახდის ძალიან დიდი ხნით დაგვიანება, მეტისმეტად ბევრი სამუშაო საათი, უარი დასაქმების შესახებ კონტრაქტებზე და ცუდი სამუშაო პირობები“, განაცხადა "ჰიუმან რაიტს უოჩის" თანამშრომელმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
XS
SM
MD
LG