Accessibility links

logo-print

ბაქო სომეხ სამხედროებს ადანაშაულებს ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მკვლელობაში


აზერბაიჯანი ეთნიკურად სომეხ ჯარისკაცებს ადანაშაულებს მთიან ყარაბაღის მახლობლად ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მკვლელობაში. ეს ბრალდება უკვე უარყო მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხების ჯარის პრესმდივანმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, თეიმურ აბდულაევის თქმით, სამშაბათს მოკლეს აზერბაიჯანის არმიის ორი წევრი, მათ შორის ერთი ოფიცერი. აბდულაევმა სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მხარეებს შორის ზავი 1994 წელს გაფორმდა.
XS
SM
MD
LG