Accessibility links

logo-print

კაირო მასპინძლობს ისლამური ქვეყნების სამიტს


კაიროში დაიწყო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი, რომლის მთავარ თემებად სახელდება სირიის კონფლიქტი და მალიში ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლა. ეგვიპტემ სენეგალის შემდეგ ჩაიბარა მორიგე თავმჯდომარეობა ორგანიზაციაში, რომელიც 57 ქვეყანას აერთიანებს. სამიტის მონაწილეებს შორის არის ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადიც - ის ირანის პირველი ლიდერია, რომელიც 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ ეწვია ეგვიპტეს.
XS
SM
MD
LG