Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ნეპოტიზმში დასაქმებაში ადანაშაულებს


ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სხვა მოქალაქეთა ხარჯზე ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასაქმებაში ადანაშაულებს. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ჩამოთვალა საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების და ქვეყნის პარლამენტის წევრები, მათ შორის მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, მურმან დუმბაძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და არჩილ ხაბაძე, რომელთა ოჯახის წევრები და ახლობლები, ნადირაშვილის თქმით, სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნენ. საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ნეპოტიზმი ნაციონალური მოძრაობის პრაქტიკა იყო და ირმა ნადირაშვილს შეახსენა, რომ მისი მეუღლე დღესაც თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელია.
XS
SM
MD
LG