Accessibility links

გიორგი თარგამაძე მზად არის 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე გამოძიების შეკითხვებისთვის პასუხის გასაცემად


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი მზად არის 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალით დაშლასა და ტელეკომპანია ”იმედის” დარბევაზე გამოძიების შეკითხვებისთვის პასუხის გასაცემად. გიორგი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კმაყოფილება გამოთქვა ნოემბრის მოვლენათა გამოძიების შესახებ მის მოწოდებაზე მთავარი პროკურორისგან ოპერატიულ გამოხმაურებაზე. ეს იყო დანაშაულის მთელი ჯაჭვი, რომელიც დაიწყო 2007 წლის 7 ნოემბერს და გრძელდებოდა, სანამ მაშინდელ "იმედს" პირი არ ამოუკერეს - განაცხადა თარგამაძემ. მისივე შეფასებით, ობიექტური გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ნოემბრის მოვლენები ქვეყნის პირველი პირების გარეშე არ განვითარებულა.
XS
SM
MD
LG