Accessibility links

logo-print

ნოდარ ხადური წლის განმავლობაში ეკონომიკის მინიმუმ 6%-იან ზრდას, დაბალ ინფლაციასა და სახელმწიფო ვალის შემცირებას ვარაუდობს


საქართველოს ფინანსთა მინისტრი წლის განმავლობაში ეკონომიკის მინიმუმ 6%-იან ზრდას, დაბალ ინფლაციასა და სახელმწიფო ვალის შემცირებას ვარაუდობს. ნოდარ ხადურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომავალ წელს ინვესტიციათა ზრდის პარალელურად ეკონომიკური მაჩვენებელი აუცილებლად მოიმატებს. აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოში ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებს, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას კი აქვს ადეკვატური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო ასი დღის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ და მხარს უჭერს ხელისუფლების კურსს. ხადურის ინფორმაციით, აშშ-ში შეხვდა ათი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს მიმართ დაინტერესება გამოთქვეს და მარტში ვიზიტს გეგმავენ. დღესვე ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მაისის ბოლოს საქართველოს ეწვევიან ფინანსთა მინისტრები ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყნიდან და მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალი დონის დელეგაციები.
XS
SM
MD
LG