Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში აპროტესტებენ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობას


ტუნისში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა ოპოზიციის ლიდერის, მემარცხენე ორიენტაციის „ერთიანი დემოკრატიული ნაციონალისტური პარტიის“ თავმჯდომარე ჩოკრი ბელაიდის მკვლელობა. ბელაიდი ოთხშაბათს გარდაიცვალა - მალევე მას შემდეგ, რაც ესროლეს, როცა შინიდან გადიოდა. ის აკრიტიკებდა ზომიერ ისლამისტურ პარტია „ენადას“, რომელიც წამყვანი პოლიტიკური ძალაა მთავრობაში. ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დედაქალაქ ტუნისში, მკვლელობის გასაპროტესტებლად. მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა ქალაქ სიდი ბუზიდშიც, სადაც 2010 წლის დეკემბერში დაიწყო „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული მოვლენები. მკვლელობის ფონია სოციალური და რელიგიური დაძაბულობა ტუნისში, სადაც მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს 2011 წლის იანვარში მოჰყვა ზინ ელ აბიდინ ბენ ალის მრავალწლიანი მმართველობის დამხობა.
XS
SM
MD
LG