Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტში გაიმართა დებატები პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის დასკვნითი სიტყვის შემდეგ დასრულდა პარლამენტში გამართული დებატები მთავრობის გადაყენებისა და შექმნის პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ - კერძოდ, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ერთპიროვნულად, პარლამენტის დამოკიდებულების გაუთვალისწინებლად, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დათხოვნის და ახალი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დანიშვნის უფლება. უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში ოპონენტებს შესთავაზა მხარი დაუჭირონ უკვე მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით გზა გაუხსნან სამომავლო თანამშრომლობას, მათ შორის - კონსტიტუციის შემდგომი დახვეწის მიმართულებითაც. მანამდე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მოუწოდა, გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამ საკითხზე და განმარტონ, რატომ მიაჩნიათ მიზანშეწონილად, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს ესოდენ ფართო უფლებამოსილება. მანანა კობახიძის შემდეგ, დებატებში ჩაერთო საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე. მან უარყო უმრავლესობაში მყოფი დეპუტატების შეფასება, რომ ამჟამად მოქმედი კანონი დიქტატორულია. ბობოხიძის თქმით, უმრავლესობა საზოგადოებას სთავაზობს ერთადერთ ცვლილებას - პრეზიდენტმა ვერ დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი.
XS
SM
MD
LG