Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია სირიის კრიზისის მოლაპარაკებებით მოგვარების მომხრეა


მუსულმანური ქვეყნების ლიდერები სირიის კონფლიქტის შეთანხმების გზით მოგვარებას ემხრობიან. მეორე დღეა კაიროში მიმდინარეობს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (მასში 57 წევრია) სამიტი. ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ სირიის ”მმართველ რეჟიმს” ისტორიის გაკვეთილების გააზრებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ რეჟიმმა თავისი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ უნდა დააყენოს. კაიროში მყოფმა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია და რომ ის მოხარულია სირიის მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებისკენ სვლის მცდელობით. საუდის პრინცმა სალმანმა სამიტის მონაწილეებს განუცხადა, რომ სირიის რეჟიმი ”თავისი ხალხის მიმართ საზარელ დანაშაულებს სჩადის”. კაიროში მიმდინარე სამიტს არ ესწრება სირიის წარმომადგენელი. გასული წლის აგვისტოში სირია გარიცხეს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან.
XS
SM
MD
LG