Accessibility links

logo-print

ტუნისის პრემიერ-მინისტრი მთავრობის დათხოვნას აპირებს


ტუნისის პრემიერ-მინისტრმა ჰამადი ჯებალიმ განაცხადა, რომ დაითხოვს მთავრობას და ახალი შემადგენლობით შეეცდება ქვეყანა ”რაც შეიძლება მალე” მიიყვანოს არჩევნებამდე. პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება ტუნისში ოპოზიციის ლიდერის მკვლელობას მოჰყვა. ოთხშაბათს ტუნისში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა ოპოზიციის ლიდერის, მემარცხენე ორიენტაციის „ერთიანი დემოკრატიული ნაციონალისტური პარტიის“ თავმჯდომარე ჩოკრი ბელაიდის მკვლელობა. ბელაიდი ოთხშაბათს გარდაიცვალა - მალევე მას შემდეგ, რაც ესროლეს, როცა შინიდან გადიოდა. ის აკრიტიკებდა ზომიერ ისლამისტურ პარტია „ენადას“, რომელიც წამყვანი პოლიტიკური ძალაა მთავრობაში.
XS
SM
MD
LG