Accessibility links

logo-print

სირიაში იბრძვიან დამასკის გარეუბნების გასაკონტროლებლად


სირიელი აქტივისტების ცნობით, დამასკში ათობით ადამიანი დაიღუპა ხუთშაბათს, მეამბოხეებსა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულ ჯარებს შორის ბრძოლის მეორე დღეს. მეამბოხეებმა ოთხშაბათს წამოიწყეს იერიში მთავრობის ჯარების რამდენიმე პოზიციაზე დამასკში და მის გარშემო, საზენიტო დანადგარების, ჭურვებისა და ჯავშანტრანსპორტიორების გამოყენებით. საპასუხოდ, მთავრობის ჯარმა, რომელიც დედაქალაქის ცენტრში, ამაღლებულ ადგილას არის გამაგრებული, საარტილერიო ცეცხლი და ჭურვები დაუშინა მეამბოხეებს რამდენიმე უბანში. ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციის, "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" მონაცემებით, ოთხშაბათის შემდეგ დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 21 სამოქალაქო პირი და 32 მეამბოხე.
XS
SM
MD
LG