Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების სამინისტრომ უარყო თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უარყო უფლებადამცველ თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპატიმროში თვითმკვლელობა სცადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ გაგა მკურნალიძემ. მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის განცხადებით, სამინისტროსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პირადად მოინახულეს მკურნალიძე, რომელმაც ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. "ყველას მართებს დაფიქრება, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ჭორის გავრცელებამ პატიმრების ოჯახის წევრებში”, - განაცხადა გიგა გიორგაძემ. დღესვე ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში შეხვდა ბრალდებულ გაგა მკურნალიძეს, რომელმაც რაიმე ინციდენტი უარყო და განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ფსიქიკური პრობლემები არ აწუხებს და დაკავებისას და შემდგომ მისი უფლებები არ დარღვეულა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე ბრალდებულია პატიმრებისადმი არადამიანურ მოპყრობასა და მათი ღირსების შელახვაში.
XS
SM
MD
LG