Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა


თბილისის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო," რომელშიც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი წევრები გაერთიანდნენ. როგორც დღეს განაცხადა ახალი ფრაქციის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, დგება იქ, სადაც მის ყოფნას საზოგადოება ითხოვდა. ყოფილმა ქრისტიან-დემოკრატმა გადაწყვეტილება ახსნა განზრახვით ბოლომდე მიიყვანონ გიგი უგულავას გუნდის მიერ თბილისის მართვისას დაშვებული შეცდომების წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური ბრძოლა, რათა თბილისელებს ჰყავდეთ მათი ინტერესების დამცველი საკრებულო და ჰქონდეთ მყარი სოციალური გარანტიები. ზაზა გაბუნიას გარდა, საკრებულოს ახალი ფრაქციის წევრები არიან ჯაბა სამუშია და კახა ბროკიშვილი.
XS
SM
MD
LG