Accessibility links

logo-print

იაპონია საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს რუსეთს


იაპონიის განცხადებით, რუსეთის ორმა საბრძოლო თვითმფრინავმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა შინზო აბეამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს „ორივე მხარისათვის მისაღებ გამოსავლს“ რუსეთთან ტერიტორიული უთანხმოების მოსაგვარებლად. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის თვითმფრინავები აღმოაჩინეს ჩრდილოეთში მდებარე კუნძულ ჰოკაიდოს სანაპიროსთან. საგარეო უწყებამ ოფიციალური პროტესტი გაუგზავნა მოსკოვს. მაგრამ რუსეთის სამხედრო წარმომადგენელმა უარყო იაპონიის ბრალდება. დღეს უფრო ადრე, პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ გამოთქვა მზადყოფნა, მიმართოს ზომებს, რათა გაფორმდეს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება "ჩრდილოეთის ტერიტორიების საკითხის მოგვარების შემდეგ". „ჩრდილოეთის ტერიტორიებით“ იგულისხმება რუსეთში სამხრეთ კურილის კუნძულებად წოდებული ტერიტორიები, რომლებიც საბჭოთა კავშირმა დაიპყრო იაპონიისაგან, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. მოსკოვსა და ტოკიოს დღემდე არ გაუფორმებიათ ომის შემდგომი სამშვიდობო შეთანხმება.
XS
SM
MD
LG