Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანელ მწერალს „სახალხო მწერლის“ წოდება ჩამოართვეს სომხებთან ურთიერთობაზე წიგნის გამო


აზერბაიჯანელ მწერალს, აქრამ აილისლის „აზერბაიჯანის სახალხო მწერლის“ წოდება ჩამოართვეს და „საპრეზიდენტო პენსია“ მოუხსნეს მას შემდეგ, რაც უკმაყოფილება გამოიწვია მისმა რომანმა „ქვის სიზმრები“. რუსეთის ჟურნალ „დრუჟბა ნაროდოვში“ გამოქვეყნებულ ნაწარმოებში არის სცენები, რომლებიც ასახავს აზერბაიჯანელი და თურქი ჯარისკაცების მიერ 1919 წელს სომხების დახოცვას, აგრეთვე სომხების მიმართ ძალადობას ბაქოსა და სუმგაითში. აზერბაიჯანის პრეზიდენტის 7 თებერვალის განკარგულებაში, რომელიც ითვალისწინებს მწერლისათვის პენსიის მოხსნას და მისთვის „სახალხო მწერლის“ წოდების ჩამორთმევას, ნათქვამია, რომ „აქრამ აილისლიმ მოახდინა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე ისტორიული ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია, შექმნა აზერბაიჯანელთა ანტი-ჰუმანისტური სახე და შეურაცხყო სომხეთიდან განდევნილი აზერბაიჯანელები“. თვით აქრამ აილისლი აზერბაიჯანში უცხო სახელმწიფოთა საელჩოებს მოუწოდებს, გამოეხმაურონ „მორალურ ტერორს“, რომელსაც მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის წარმომადგენლები ახორციელებენ.
XS
SM
MD
LG