Accessibility links

ირაკლი ოქრუაშვილს ბოლო ბრალდებაც მოუხსნეს


პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება მოუხსნა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. როგორც ოქრუაშვილმა ხუთშაბათს, სასამართლო პროცესის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება შეთითხნილი იყო და ის საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან. ოქრუაშვილი საქართველოში 2012 წლის ნოემბერში დაბრუნდა საფრანგეთში ემიგრაციიდან. მას შემდეგ ყოფილ მინისტრს თანდათან მოუხსნეს ყველა ბრალდება. სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება ბოლო იყო და უკავშირდებოდა 2006 წელს ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს. ბრალდების მხარის მტკიცებით, თანამდებობაზე ყოფნის დროს ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის სამინისტროსთვის შეიძინა მეორეხარისხოვანი ტყვია-წამალი, რომელიც არ შეესაბამებოდა დოკუმენტებში გაფორმებული საბრძოლო იარაღის ხარისხს.
XS
SM
MD
LG