Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს მოსახლეობას


საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით. ამის შესახებ ხუთშაბათს, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ. მისი თქმით, პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე წარდგება სწორედ იმ მიმართვით, რომლითაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა გამოსულიყო. პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილია დღის მეორე ნახევარში. ზუსტი დროს მოგვიანებით გახდება ცნობილი. განცხადება, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს მოსახლეობას, გაკეთდა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, განუსაზღვრელი ვადით გადადოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის 8 თებერვლისათვის დაგეგმილი გამოსვლა.
XS
SM
MD
LG