Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ლიდერები საერთო ბიუჯეტის გარშემო ორდღიან სამიტზე იმსჯელებენ


ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ. ისინი მართავენ ორდღიან სამიტს, რომლის დროსაც იმსჯელებენ ბლოკის საერთო ბიუჯეტზე მომავალი შვიდი წლისთვის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა შეხვედრის გამო თქვა, რომ თანხმობის მიღწევა მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ დაამტკიცებენ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ცალკეული სახელმწიფოები, სხვადასხვა მოსაზრებისა არიან. სამიტის დაწყება გადაიდო, რადგან მისი ზოგიერთი მონაწილე ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავდნენ.
XS
SM
MD
LG